გახარია ომბუდსმენს ახსენებს, რომ ზოგჯერ პოლიციელის და ჟურნალისტის უფლებებსაც სჭირდება დაცვა

Read Time:1 Minute, 5 Second

საქართველოს ვიცეპრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. შინაგან საქმეთა მინისტრმა სახალხო დამცველის გამოხმაურების შესახებ დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა.

“სახალხო დამცველს ასევე მინდა მოვუწოდო, რომ ასევე მიაქციოს ყურადღება თვითონ აქციის მონაწილეები როგორ იქცევიან და ზოგჯერ პოლიციის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა ეს გავახსენო მათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ ყველანაირი საშუალება კომფორტული, ჩვენ მათ შევთავაზეთ ავტობუსებით გადმოყვანა და მათი სურვილი იყო ავტომობილებით ბლოკირება თელავის ცენტრის და ინაუგურაციის ჩაშლა. როგორც ჩანს ეს გეგმა ჰქონდათ მათ, რაც ვერ განახორციელეს.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს სახალხო დამცველმა შსს-ს თელავის მიმართულებით მომიტინგეთა გადაადგილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

გურჯაანში, სოფელ ველისციხესთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს. ამასთან, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სამართალდამცველების ავტობუსს ქვები დაუშინეს.

ამასთან, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები დღის განმავლობაში “იმედის” გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ. 

ამასთან დაკავშირებით, შს მინისტრმა განაცხადა, რომ მომხდარზე სამართლებრივი შეფასებები გაკეთდება, ამასთან მან ბოდიში მოუხადა და მადლობა გადაუხადა პოლიციელებს. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ფიცი უკვე დადო. ეს კი ნიშნავს, რომ ის უკვე შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ამ რანგში სიტყვაც წარმოთქვა.

პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ საქართველოში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა. 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრეზიდენტის ინაუგურაცია
Next post საქსტატი – საქართველოში საშუალო ხელფასი 1 125 ლარია