გასულ წელს კანადაში თავშესაფარი 38-მა ქართველმა მიიღო

Read Time:36 Second

2017 წელს კანადას თავშესაფარი საქართველოს 157-მა მოქალაქემ სთხოვა. 90 საქმეზე განხილვა დასრულდა. 38 განაცხადი დაკმაყოფილდა, 43 მოქალაქეს უარი ეთქვა, ცხრა შემთხვევაში კი, საქმე შეწყვეტილია ან განაცხადია გაწვეული. 2017 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, 206 საქმეზე განხილვა არ დასრულებულა. ინფორმაციას პირველი არხი კანადის სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინა წლებთან შედარებით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაზრდილია. 2014 წელს განაცხადი აღნიშნული მოთხოვნით 87-მა მოქალაქემ წარადგინა, 32-მა კი, დადებითი პასუხი მიიღო; 2015 წელს შესაბამის სამსახურში 91 ახალი განაცხადი შევიდა და 15 დადებითი გადაწყვეტილება ფიქსირდება; 2016 წელს თავშესაფარი 113-მა მოქალაქემ მოითხოვა, დადებითი პასუხი 31-მა მიიღო.

მზარდია კანადაში საქართველოს მოქალაქეთა მოგზაურობის შესახებ მონაცემებიც: 2014 წელს კანადას საქართველოს 280 მოქალაქე ესტუმრა, 2015 წელს  – 361, 2016 წელს  – 503, 2017 წელს კი, 566 საქართველოს მოქალაქე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში ზებრა გადასასვლელებზე ლედ განათებებს დაამონტაჟებენ
Next post აკაკი ზოიძე: საქართველოში 68 ათას კვ.კმ-ზე შეიძლება სუფთა ჰაერზე სიგარეტის მოწევა