„გარდიანი“ – თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მიმდინარე კვირაში საუბარი შედგება

Read Time:25 Second

გამოცემა „გარდიანი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მიმდინარე კვირაში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის საუბარი შედგება.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებული სიტუაცია და უკრაინაში რუსეთის ომი იქნება.

ლვოვში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტიერეშთან შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ პუტინს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით სპეციალური ზომების მიღებისკენ უნდა მოუწოდოს.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკვე რამდენიმე თვეა, რუსები აკონტროლებენ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ზაპოროჟიეში სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაალ ანჯაფარიძე-ქართული სამოქალაქო სექტორი ძალიან სერიოზული და მძიმე გამოწვევების წინაშე დგას და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მოცემულობა, რთული სათქმელია
Next post ნიკა მელია – „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი რიგი მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რათა „ქართული ოცნება“ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოსცილდეს სახელმწიფოს მართვის სადავეებიდან