ორშაბათი, მაისი 18, 2026

გარდაიცვალა მსახიობი მიხეილ გომიაშვილი

61 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მარჯანიშვილის თეატრში დაუდასტურეს.

მიხეილ გომიაშვილი დაიბადა 1961 წლის 23 მარტს. 1986 წელს დაასრულა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.

მუშაობდა „მეტეხის თეატრში“. 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. თეატრში შესრულებული აქვს როლები – პროფესორი (ამელი ნოტომი „საწვავი“, რეჟისორი: თათა პოპიაშვილი), ქართლოსი (მ. დოლიძე „მდგმურები“, რეჟ. კანდიდ გურგენიძე), მსახიობი (ავთო ვარსიმაშვილი „ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია“, რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი), მაცხოვარი (ილია ჭავჭავაძე „განდეგილი“ , რეჟ. სანდრო მრევლიშვილი), დიუპრე (პეტერ ვაისი „მარატ-სად“-ის მიხედვით „დირექტორი აბაზანაში“, რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ანტონა (დავით კლდიაშვილი „უბედურება“ რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ნიკოლოზი (ლაშა თაბუკაშვილი „თოვლივით თეთრი თოვლი“ რეჟისორი: ანდრო ენუქიძე), ექიმი ესტერმარკი (ავგუსტ სტრინდბერგი „მამა“, რეჟ. თემურ ჩხეიძე) და სხვ.

შესრულებული აქვს კინოროლები: „სიყვარული ვენახში“ (გიორგი), „ანთიმოზ ივერიელი“ (მავრომორდატი), „კონფლიქტის ზონა“ (მამაო), „ყველა წავიდა“ (დალაქი) და სხვა.

მიღებული აქვს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ „ოქროს ნიღაბის“ გრანპრი, სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი: ირანს დრო ეწურება

ირანს დრო ეწურება, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.„უმჯობესია მათ სწრაფად იმოქმედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათგან აღარაფერი დარჩება“, - აცხადებს ტრამპი.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის ლიდერი ტელეფონით ისრაელის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ირანთან ომის განახლების შესაძლებლობა განიხილეს.

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.ეს ბოლო 20 წელიწადში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთში.

ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში - ქვეყნის სამხრეთში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. ეპიცენტრის ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით, ლიო-უჭოუს ოლქში იყო.სტიქიამ ცხრა საცხოვრებელი სახლი მიწასთან გაასწორა, დაზიანებულია ათობით შენობა - ნანგრევებში მოყოლილთა ძებნა ამ წუთებშიც, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. კატასტროფის ზონაში მობილიზებულია ასობით მაშველი, მძიმე ტექნიკა და სპეციალური ძაღლები.მსხვერპლის რაოდენობა ამ დრომდე დაუზუსტებელია.

აშშ-ში 17 მაისს ეროვნული ლოცვის დღეს აღნიშნავენ, ღონისძიების ფარგლებში ამერიკელ ხალხს აშშ-ის პრეზიდენტმა, სახელმწიფო მდივანმა და ომის მდივანმა მიმართეს

აშშ-ში 17 მაისს ეროვნული ლოცვის დღეს აღნიშნავენ. „ამერიკა 250“-ის ღონისძიების ფარგლებში ამერიკელ ხალხს აშშ-ის პრეზიდენტმა, სახელმწიფო მდივანმა და ომის მდივანმა მიმართეს.დონალდ ტრამპმა შეკრებილ ხალხს მეფეთა პირველი წიგნის მეცხრე თავიდან მონაკვეთი წაუკითხა, ხოლო პიტ ჰეგსეტმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ როგორც 250 წლის წინ ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი ლოცულობდა, დღესაც ისე ილოცონ.დონალდ ტრამპის ინიციატივით, ეროვნულ მოედანზე ლოცვის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლები სალოცავად იკრიბებიან.

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული დების ისტორია – რა არის ცნობილი მათი ცხოვრების შესახებ

ბრაზილიაში აღმოაჩინეს სამი და, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულებად მიიჩნევიან. მათ შესახებ ცნობილი გახდა ორგანიზაცია LongeviQuest-ის წყალობით, რომელიც ასაკოვან ადამიანებს იკვლევს.რეკორდსმენებს შორის არიან 108 წლის ლევიტ დე დეუს ნუნესი, 104 წლის ზორაიდა დე დეუს მოტა და 103 წლის ზულინა დე დეუს ნუნესი. ქალები ბრაზილიის სოფლის რეგიონში დაიბადნენ და გაიზარდნენ ოჯახში, სადაც რვა ბავშვი იყო.ლევიტი ყოველთვის ოჯახის საყრდენი იყო: ის ზრუნავდა უმცროს და-ძმებზე, მოგვიანებით კი — დისშვილებსა და ძმისშვილებზე. ქალი 15 წლის განმავლობაში ტელეარხზე მუშაობდა, სადაც მასობრივ სცენებში მონაწილეობდა. ახლა ის საწოლს არის მიჯაჭვული,  ლევიტის საყვარელი საქმიანობა კითხვაა.ზორაიდამ მასწავლებლის პროფესია მიიღო, შემდეგ კი ექთნების სკოლა დაამთავრა. მედიცინაში კარიერის შექმნის შემდეგ, ის გათხოვდა და ხუთი შვილი გააჩინა.ზულინა ექვსი შვილის დედა გახდა და განქორწინების შემდეგ მათ თავად არჩენდა. ქუჩაში ნაქარგების გაყიდვით მან შეძლო თითოეული შვილის განათლების დაფინანსება. 103 წლის ასაკშიც კი ის კვლავ უძღვება საოჯახო საქმეებს და თავისი დიდი ოჯახისთვის საჭმელს ამზადებს.მკვლევრების თქმით, დები მხოლოდ ასაკით კი არა, ერთმანეთისადმი ერთგულებითაც გამოირჩევიან. მათ უამრავი სირთულე გადაიტანეს, თუმცა ოჯახური ერთიანობა შეინარჩუნეს.

ბოლო სიახლეები