გარდაიცვალა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ზურაბ ჭუმბურიძე

Read Time:41 Second

გარდაიცვალა თსუ ემერიტუს-პროფესორი, ფილოლოგი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ზურაბ ჭუმბურიძე.

ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

იგი იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი.
ზურაბ ჭუმბურიძე იყო პირველსხიველი, 1950 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ ალმანახ „პირველი სხივის“ პირველ ნომერში, დაიბეჭდა მისი ლექსები.

შეუფასებელია ალმა-მატერის წინაშე გაწეული მისი თავდაუზოგავი შრომა და ღვაწლი. ბატონმა ზურაბმა ფილოლოგთა მრავალი თაობა აღზარდა და გაუკვალა გზა.

საამაყოა, რომ მისი მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა სწორედ ჩვენს უნივერსიტეტს უკავშირდება.
მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. ქართველოლოგიის დარგში შესრულებული მნიშვნელოვანი ნაშრომისთვის „ქართული ენა, დამწერლობა, ხელნაწერები“ ზურაბ ჭუმბურიძე 2019 წელს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიით დაჯილდოვდა.
სამეცნიერო- პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ოქროს ჯვრის და ასევე, ღირსების ორდენით, ვარშავის უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემიით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზურაბ ჭუმბურიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, სტუდენტებს, საუნივერსიტეტო საზოგადოებას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: უკრაინელ ხალხს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ომი და ურთიერთობების ესკალაცია – ჩვენი მოწოდება ყველას მიმართ იქნება, გავაკეთოთ მაქსიმუმი
Next post ექიმი მანანა ჯებაშვილი – მიხეილ სააკაშვილისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა მოიძებნოს უცხოეთში, მას უნდა მიეცეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების საშუალება