მიხეილ სარჯველაძე: უკრაინელ ხალხს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ომი და ურთიერთობების ესკალაცია – ჩვენი მოწოდება ყველას მიმართ იქნება, გავაკეთოთ მაქსიმუმი

Read Time:57 Second

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ომი და ურთიერთობების ესკალაცია. ჩვენი მოწოდება ყველას მიმართ იქნება, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა ეს უაზრო საბრძოლო მოქმედებები თავიდან იქნას აცილებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მდგომარეობა უაღრესად მძიმეა და შესაძლოა, დღეს კაცობრიობას უფრო მწვავე პრობლემა დღის წესრიგში არც ჰქონდეს.

„ეს შემაშფოთებელია, ვინაიდან თანამედროვე მსოფლიოს, უპირველესად უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ომი და ურთიერთობების ესკალაცია. ჩვენი მოწოდება ყველას მიმართ იქნება, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა ეს უაზრო საბრძოლო მოქმედებები თავიდან იქნას აცილებული. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი და საერთაშორისო თანამეგობრობამ ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის. იმისთვის, რომ ნებისმიერი აგრესია, შეიარაღებული კონფლიქტი თავიდან იქნას არიდებული, მით უმეტეს ისეთი ფართომასშტაბიანი კონფლიქტი, როგორსაც ვარაუდობენ, რომ შეიძლება იყოს. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი რამ და დღეს კაცობრიობას შეიძლება, ამაზე უფრო მწვავე პრობლემა დღის წესრიგში არც ჰქონდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, უკრაინის საკითხთან მიმართებით საქართველო ჩართულია როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.

„ჩვენ გვაქვს რუსეთთან პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ტერიტორიულ მთლიანობასთან და რუსეთის სახელმწიფოს აგრესიასთან. შესაბამისად, გარკვეული მსგავსებები არსებობს ჩვენი, როგორც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სურვილისა და ამბიციის მქონე სახელმწიფოსთვის, ანალოგიური მისწრაფებები გააჩნია უკრაინის სახელმწიფოს. ასეთი საფრთხეების გაანალიზებისას ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ამ კონფლიქტთან შეწინააღმდეგება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაალ ანჯაფარიძე თაკო ჩარკვიანზე: ასეთების ყოფნას პარლამენტში, მირჩევნია, იქ მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული ჭკუადამჯდარი მილიონერი ვიხილო
Next post გარდაიცვალა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ზურაბ ჭუმბურიძე