ბუტა რობაქიძის საქმეზე დავით იაშვილს, გურამ დონაძეს, ზურა მიქაძესა და ირაკლი ფირცხალავს პატიმრობა მიესაჯათ

Read Time:43 Second

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ბრალდებულებს დავით იაშვილს, გურამ დონაძეს, ზურა მიქაძესა და ირაკლი ფირცხალავას პატიმრობა მიესაჯათ. ირაკლი ფირცხალავა სხვა საქმესთან დაკავშირებით უკვე პატიმრობაში იმყოფება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილის თქმით, სასამართლომ გააანალიზა მტკიცებულებები და მივიდა იმ აზრამდე, რომ ბრალდების მხარემ დაადასტურა ბრალდება.

„განაჩენში დეტალურად იქნება აღწერილი ყველა მტკიცებულება. ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნობილია სსკ-ის 332-ე მუხლით და განესაზღვრა 5 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

გურამ დონაძე დამნაშავედაა ცნობილი 332-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვის ვადით.

დავით იაშვილი – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ზურაბ მიქაძე – 5 წლითა და 3 თვით“, – განაცხადა მოსამართლემ.

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ზაზა ბაქრაძეს პირობითი პატიმრობა განესაზღვრა. ზაზა ბაქრაძემ საქმეზე ბრალი აღიარა.

შსს-ს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეს, რომლებსაც უფლებამოსილების გადამეტება ედებოდათ ბრალად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხუთ წელზე მეტია, განიხილებოდა.

ბუტა რობაქიძე თბილისში 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ‘იმ სახელმწიფოს დედა ვატირე გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს, გადატრიალდნენ საკუთარ საწოლებში” – კალაძე ოპოზიციას
Next post მეტეხის ხიდთან ქალმა თვითმკვლელობა Facebook Live-ის დროს სცადა