მეტეხის ხიდთან ქალმა თვითმკვლელობა Facebook Live-ის დროს სცადა

Read Time:27 Second

17 დეკემბერს თბილისში, მეტეხის ხიდთან ანა ჭალიძემ თვითმკვლელობა სცადა. მან Facebook-ზე ლაივი ჩართო, რომელშიც მისი მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ ლაპარაკობს. მისი თქმით, იმის გამო რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია და პირობითი სასჯელი აქვს, სამსახურს ვერ შოულობს.

ვიდეო ლაივის ხანგრძლივობა დაახლოებით 5 წუთამდეა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში imedinews-ს უთხრეს, მათთან შევიდა შეტყობინება, რო ქალი ჯებირიდან მტკვარში გადახტა. სამაშველო სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და ქალი მტკვირდან სამაშველო ნავის დახმარებით ამოიყვანეს.

imedinews-ს შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბუტა რობაქიძის საქმეზე დავით იაშვილს, გურამ დონაძეს, ზურა მიქაძესა და ირაკლი ფირცხალავს პატიმრობა მიესაჯათ
Next post გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის უფროსი სოფო ჯაჯანაშვილი მუშაობას ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც განაგრძობს