ბურჭულაძე პრემიერს: მიმიფურთხებია ყველა ადამიანისთვის, ვინც თქვენ, თქვენს მომყვანს და მიმდევრებს ხელს ჩამოართმევს

Read Time:1 Minute, 21 Second

ბოდიში რომ დამიგვიანდა ამის შეტყობინება და ბოდიში რომ უფრო თქვენთვის შესაფერისი სიტყვებით ვერ შეგამკეთ. – მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ღრმადპატივცემულ” საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს!
“ღრმადპატივცემულო” ბატონო პრემიერ მინისტრო, აქამდეც მქონდა ამის სურვილი რომ მეთქვა თქვენთვის მაგრამ თავს ვიკავებდი, თუმცა დღეს აუცილებლად უნდა გაცნობოთ და გულრწფელად გითხრათ რომ მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის ვინც თქვენ, თქვენს მომყვანს და დამსმელს და თქვენს მიმდევრებს ხელს ჩამოართმევს. ბოდიში რომ დამიგვიანდა ამის შეტყობინება და ბოდიში რომ უფრო თქვენთვის შესაფერისი სიტყვებით ვერ შეგამკეთ.
“უღრმესი პატივისცემით” პაატა ბურჭულაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველო არ უერთდება ეკონომიკურ და სხვა სახის სანქციებს რუსეთის მიმართ, რომლებიც ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა დააწესეს, მის მიერ უკრაინაში წარმოებული საომარი ოპერაციის საპასუხოდ.

ირაკლი ღარიბაშვილი მიღებულ გადაწყვეტილებას “ქვეყნისა და მოსახლეობის ეროვნული ინტერესებით” ხნის.

“როგორც პრემიერ-მინისტრმა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე მინდა განვაცხადო შემდეგი, რომ მე არაფერს გავაკეთებ, არცერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავეცანით საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას – მე ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს და მინდა მკაფიოდ განვაცხადო და ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს, გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. შესაბამისად, მე, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის წინაშე, მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელე, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდა. მან ამ საკითხზე მედიასთან შესაბამისი კითხვის გარეშე, თავის ინიციატივით ისაუბრა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იენს სტოლტენბერგი – რუსეთმა შეარყია მშვიდობა ევროპის კონტინენტზე, მოსკოვს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ძალიან დიდი ხნის წინ დაგეგმილი აგრესიის გამო, მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედებები
Next post ირაკლი ქადაგიშვილი: პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაბარება ხდება იმ წესითა და კანონით, რაც გაწერილია კონსტიტუციასა და რეგლამენტში