ირაკლი ქადაგიშვილი: პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაბარება ხდება იმ წესითა და კანონით, რაც გაწერილია კონსტიტუციასა და რეგლამენტში

Read Time:49 Second

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსასმენად დაბარებას სჭირდება პარლამენტის წევრთა, უმრავლესობის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაბარება ხდება იმ წესითა და კანონით, რაც გაწერილია კონსტიტუციასა და რეგლამენტში.

„თუ სამართლებრივი კუთხით შევხედავთ, ის მოთხოვნა, რაც ოპოზიციამ პრეზიდენტს გაუგზავნა და პრეზიდენტის ვალდებულებაში არ შედის, რომ დღის წესრიგთან დაკავშირებით ის ღრმად შევიდეს მსჯელობაში. მან პირდაპირ გამოსცა ბრძანება მოთხოვნით დღის წესრიგთან დაკავშირებით. სწორედ აქ არის სამართლებრივი, ფუნდამენტური პრობლემა. პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაბარება ხდება იმ წესითა და კანონით, რაც გაწერილია კონსტიტუციასა და რეგლამენტში. ასეთი შემთხვევით პრემიერ-მინისტრს რიგგარეშე სხდომაზე ვერ დაიბარებ. რიგგარეშე სხდომა იმართება მხოლოდ იმ საკითხზე, რა საკითხიც არის მითითებული და იხურება ამ საკითხის ამოწურვისთანავე. პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსასმენად დაბარებას სჭირდება პარლამენტის წევრთა, უმრავლესობის გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღება იმ ფორმით, რა ფორმითაც იმ 41 დეპუტატმა მოითხოვა პრეზიდენტთან. გამომდინარე აქედან, სამართლებრივად ვერ მოგვარდებოდა ეს საკითხი. სამართლებრივად ეს იყო აბსოლუტურად გაუმართავი ნაბიჯი და რა თქმა უნდა, ეს ესმოდა ოპოზიციას და მათ ამ მიზანს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბურჭულაძე პრემიერს: მიმიფურთხებია ყველა ადამიანისთვის, ვინც თქვენ, თქვენს მომყვანს და მიმდევრებს ხელს ჩამოართმევს
Next post ირაკლი კობახიძე: საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა და შენარჩუნება არის ჩვენი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, საქართველოსთვის თავდადებული ჩვენი გმირების წინაშე