იენს სტოლტენბერგი – რუსეთმა შეარყია მშვიდობა ევროპის კონტინენტზე, მოსკოვს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ძალიან დიდი ხნის წინ დაგეგმილი აგრესიის გამო, მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედებები

Read Time:40 Second

რუსეთმა შეარყია მშვიდობა ევროპის კონტინენტზე, მოსკოვს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ძალიან დიდი ხნის წინ დაგეგმილი აგრესიის გამო, მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედებები, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგანგებო ვირტუალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„მოგესალმებით, ნატო-ს ლიდერთა შეხვედრაზე, სადაც ჩვენი მჭიდრო პარტნიორები, შვედეთი, ფინეთი და ევროკავშირიც მონაწილეობს. რუსეთმა შეარყია მშვიდობა ევროპის კონტინენტზე, ანუ რის გაფრთხილებასაც ვახორციელებდი თვეების განმავლობაში, მოხდა, მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, რათა გვეპოვა დიპლომატიური გამოსავალი. მოსკოვს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ასეთი თავხედური და ძალიან დიდი ხნის წინ დაგეგმილი აგრესიის გამო. ჩვენ რუსეთის აგრესიას ვგმობთ ყველაზე უფრო მკაცრად. მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი სამხედრო ქმედებები. ჩვენ უკრაინის მამაცი ხალხის გვერდზე ვდგავართ, სრულად ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს, მის უფლებას, საკუთარი თავის დაცვისა და საკუთარი გზის მოძებნის უფლებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში ნატო-ს საგანგებო ვირტუალური სამიტი მედიისთვის დახურულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობას მიაწვდის
Next post ბურჭულაძე პრემიერს: მიმიფურთხებია ყველა ადამიანისთვის, ვინც თქვენ, თქვენს მომყვანს და მიმდევრებს ხელს ჩამოართმევს