„ბლუმბერგი“ – ჩინეთმა რუსეთის მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერა

Read Time:29 Second

ჩინეთმა კიდევ უფრო გააძლიერა რუსეთის მხარდაჭერა, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

გამოცემის ცნობით, პეკინი მოსკოვს სატელიტურ ფოტოების აწვდის, რაც ეხმარება რუსეთს უკრაინის ობიექტებზე თავდასხმაში.

როგორც მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ჩინეთის მხარდაჭერა ასევე მოიცავს საწვავს რაკეტებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს, ჩინეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობამ 2023 წელს რეკორდულ, 240 მილიარდ დოლარს მიაღწია. ასევე, რუსეთმა გაზარდა ისეთი პროდუქტების ექსპორტი ჩინეთში, როგორებიცაა ნახშირი და ნავთობი“, – წერს „ბლუმბერგი“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთი და ჰონგ კონგი კრემლს ეხმარებიან, წვდომა ჰქონდეს ისეთ ტექნოლოგიებთან, რომლებიც ომის შემდეგ შეზღუდულია რუსეთისთვის. ტექნოლოგიებში კი იგულისხმება ისეთი ჩიპები, რომლებიც გამოიყენება ან საჭიროა იარაღის შესაქმნელად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
100 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რა უნდა ვიცოდეთ-8 აპრილს, ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილში მზის სრული დაბნელება მოხდება
Next post მეუფე იაკობი: ეს კანონი არც გაშორებს ევროკავშირს და არც გაახლოებს, ეს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული