ბლინკენი რუსეთს მიმართავს-თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ ბრძოლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოიგებთ ომს

Read Time:39 Second

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი მარცხდება და რუსეთი სტრატეგიულ დამარცხებას განიცდის“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„როგორც უკვე ვთქვით, თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ ბრძოლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოიგებთ ომს – პირიქით. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ქალაქი, მაგრამ ვერ აითვისოთ მისი ხალხის გული და გონება და უკრაინელები ყოველ დღე, ამ ყველაფრის დემონსტრირებას ახერხებენ“, – თქვა ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე თავის ბრიტანელ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასთან ერთად.

„მისი {პუტინის} მიზანია მარიონეტული რეჟიმის დაწესება არსებული ხელისუფლების შეცვლით და მისი სურვილისამებრ სხვისი დაყენებით, ვფიქრობ, უკრაინელი ხალხის პასუხიდან აშკარად ჩანს, რომ ისინი არასოდეს მიიღებენ ამას და თუ ის შეეცდება აღასრულოს ასეთი მარიონეტული რეჟიმი უკრაინაში რუსული ძალების შენარჩუნებით, ეს იქნება ხანგრძლივი, სისხლიანი, გაჭიანურებული არეულობა, რომელშიც რუსეთი გააგრძელებს მძიმე ტანჯვას“, – დასძინა მან.

ბლინკენმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთს მთავარი გეგმები ჩაეშალა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: ამერიკამ კარგად იცის, რომ საქართველო მოკავშირეა, ჩვენ იქ ვიდექით სადაც მსოფლიოს სჭირდებოდა
Next post მიხეილ სააკაშვილი: მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, უკრაინის ფონდში გადარიცხოს ფული