გიორგი ვოლსკი: ამერიკამ კარგად იცის, რომ საქართველო მოკავშირეა, ჩვენ იქ ვიდექით სადაც მსოფლიოს სჭირდებოდა

Read Time:25 Second

ამერიკამ კარგად იცის, რომ საქართველო მოკავშირეა, ჩვენ იქ ვიდექით სადაც მსოფლიოს სჭირდებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„32 ახალგაზრდა კაცი დავკარგეთ ჩვენი ქართული ოჯახებიდან. ამდენი ადამიანი კიდევ დაჭრა და ჯანმრთელობა შეელახა. რატომ? იმიტომ, რომ ერთად ვიომეთ. განა იმიტომ, რომ ვიღაცის წინაშე ვკეკლუცობდით, როგორც ახლა „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები აკეთებენ, არამედ ზუსტად ვიცოდით, რომ ჩვენს ოჯახებს ვიცავდით და ჩვენს ქვეყანას. საქმე გვქონდა ისეთ დიდ საფრთხესთან, როგორიც ტერორიზმია. იქ ვიდექით სადაც მსოფლიოს სჭირდებოდა და მსოფლიოს ნაწილია საქართველოც“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იენს სტოლტენბერგი – ჩვენი გზავნილი პრეზიდენტ პუტინისთვის მკაფიოა, შეაჩერე ომი, გაიყვანე შეიარაღებული ძალები და ჩაერთე დიპლომატიაში
Next post ბლინკენი რუსეთს მიმართავს-თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ ბრძოლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოიგებთ ომს