მესამე ტალღა და ციფრების მატება იქნება. ერთადერთი დამაიმედებელი არის ის, რომ შესაძლო მესამე ტალღა თბილ პერიოდს დაემთხვევა – გაზაფხულის ბოლო და ზაფხულისკენ, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
„პანდემიის სტაბილურობას უზრუნველყოფს პირველი, მობილობის შემცირება და მეორე – პირბადის ტარება. მესამე გავლენის მომხდენი არის ვაქცინაცია, რაც ჩვენ დროის მოკლე პერიოდში ვერ წამოგვეხმარება, რადგან ამ შემთხვევაში უკვე დიდი პოპულაცია უნდა იყოს აცრილი.
ანუ, ჩვენ რეალურად ვრჩებით რეგულაციების მართვის იმედზე. აღსრულების მხრივ უნდა იყოს სიმკაცრე, რადგან ჩვენ არ უნდა მივცეთ მოქალაქეებს და ბიზნესს მოდუნების საშუალება. თავად ბიზნესმაც არ უნდა მისცეს საკუთარ თავს მოდუნების საშუალება.
ერთადერთი დამაიმედებელი არის ის, რომ შესაძლო მესამე ტალღა, თბილ პერიოდს დაემთხვევა – გაზაფხულის ბოლო და ზაფხულისკენ. ამ პერიოდში ადამიანების დიდი ნაწილი ქუჩაში ატარებს დროს, ისედაც ბუნებრივი ვენტილაცია გაძლიერებულია, მჭიდრო კონტაქტი ნაკლებია და შესაბამისად, მესამე ტალღა ისეთივე მასშტაბური არ იქნება, როგორიც იყო შემოდგომით. იქნება ახალი ტალღა, მაგრამ ეს არ იქნება ცუნამისებრი, როგორიც ჩვენ უკვე გადავიტანეთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.