ბიძინა კულუმბეგოვი: იქნება ახალი ტალღა, მაგრამ ეს არ იქნება ცუნამისებრი, როგორიც უკვე გადავიტანეთ

Read Time:45 Second

მესამე ტალღა და ციფრების მატება იქნება. ერთადერთი დამაიმედებელი არის ის, რომ შესაძლო მესამე ტალღა თბილ პერიოდს დაემთხვევა – გაზაფხულის ბოლო და ზაფხულისკენ, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

„პანდემიის სტაბილურობას უზრუნველყოფს პირველი, მობილობის შემცირება და მეორე – პირბადის ტარება. მესამე გავლენის მომხდენი არის ვაქცინაცია, რაც ჩვენ დროის მოკლე პერიოდში ვერ წამოგვეხმარება, რადგან ამ შემთხვევაში უკვე დიდი პოპულაცია უნდა იყოს აცრილი.

ანუ, ჩვენ რეალურად ვრჩებით რეგულაციების მართვის იმედზე. აღსრულების მხრივ უნდა იყოს სიმკაცრე, რადგან ჩვენ არ უნდა მივცეთ მოქალაქეებს და ბიზნესს მოდუნების საშუალება. თავად ბიზნესმაც არ უნდა მისცეს საკუთარ თავს მოდუნების საშუალება.

ერთადერთი დამაიმედებელი არის ის, რომ შესაძლო მესამე ტალღა, თბილ პერიოდს დაემთხვევა – გაზაფხულის ბოლო და ზაფხულისკენ. ამ პერიოდში ადამიანების დიდი ნაწილი ქუჩაში ატარებს დროს, ისედაც ბუნებრივი ვენტილაცია გაძლიერებულია, მჭიდრო კონტაქტი ნაკლებია და შესაბამისად, მესამე ტალღა ისეთივე მასშტაბური არ იქნება, როგორიც იყო შემოდგომით. იქნება ახალი ტალღა, მაგრამ ეს არ იქნება ცუნამისებრი, როგორიც ჩვენ უკვე გადავიტანეთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: თუ ისე გავივლით მარტსა და აპრილს, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღას ავცდებით
Next post ევროკავშირში საქართველოში კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას მხარი დაუჭირეს