ბიძინა კულუმბეგოვი: ადამიანების დამოკიდებულება შეიცვალა – პირბადის ტარების მაჩვენებელი უკვე 70%-ს აჭარბებს

Read Time:25 Second

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა საჭიროა, მოსახლეობამ რეგულაციების დაცვა, სახელმწიფომ კი, აღსრულების უზრუნველყოფა გააგრძელოს.

ეპიდვითარება არ იძლევა სიმშვიდის საშუალებას. სამწუხაროდ, ჰოსპიტალებშიც გაიზარდა ადამიანების რაოდენობა, მაგრამ პირბადეების მოხმარების მაჩვენებელი გაზრდილია. ადამიანების დამოკიდებულება შეიცვალა, ჩვენმა მოწოდებებმა შედეგი გამოიღო. პირბადის ტარების მაჩვენებელი უკვე 70%-ს აჭარბებს. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ რეგულაციების აღსრულების კუთხით და არავის არ უნდა მიეცეს მათი დარღვევის უფლება“ – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 304 272 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 287 029, გარდაიცვალა 4 043 პაციენტი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტს გარეთ დარჩენილი და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო საქმიანობას ხვალიდან შეუდგებიან
Next post ამირან გამყრელიძე: ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ მასობრივ ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დასრულება