ამირან გამყრელიძე: ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ მასობრივ ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დასრულება

Read Time:24 Second

დღეს ქვეყნისა და მთლიანად საზოგადობის ნომერ პირველი ამოცანა მასობრივი ვაქცინაციაა. ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ მასობრივ ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დასრულება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ერთმანეთთან ახლოს ვიქნებით, თუ ყველა ავიცრებით.

„ამიტომ ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, აქტიურად მიმართეთ ამცრელ პუნქტებს. დღეს ქვეყანაში ვაქცინაცია წარმოებს 2 ვაქცინით: „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“. 4 მაისიდან მას დაემატება „სინოფარმი“. თანდათან ვაქცინების მარაგი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო შეივსება და ის თითოეული მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა კულუმბეგოვი: ადამიანების დამოკიდებულება შეიცვალა – პირბადის ტარების მაჩვენებელი უკვე 70%-ს აჭარბებს
Next post ანრი ოხანაშვილი: კახა კუჭავა არის გამოკვეთილი ლიდერი, საპარლამენტო საქმიანობის კარგი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, წარმატებული სპიკერი იქნება