ბაიდენი: მე არ განვახორციელებ ზეწოლას უკრაინის ხელისუფლებაზე, რათა რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს

Read Time:36 Second

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ აპირებს უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლას, რათა რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს. ამის შესახებ მან The New York Times-ში დაწერა, რომელიც 31 მაისის საღამოს გამოქვეყნდა.

“ჩემი პრინციპი მთელი ამ კრიზისის განმავლობაში არის: არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. მე არ ვაპირებ ზეწოლას უკრაინის მთავრობაზე, არც საჯაროდ და არც პირადად, რაიმე ტერიტორიულ დათმობაზე წასვლის მიზნით. ეს იქნება არასწორი და ეს ზოგადად ეწინააღმდეგება აღიარებულ პრინციპებს”, – თქვა ბაიდენმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები “ჩიხში შევიდა” და რომ ეს კიევის ბრალი არ არის.

“ისინი ჩიხში არიან, რადგან რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ რაც შეიძლება დიდი ნაწილის გაკონტროლების მიზნით. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას უკრაინის გასაძლიერებლად და მხარს დაუჭერს მის ძალისხმევას კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაჭრაში”, – განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ლელო“ – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას
Next post შალვა პაპუაშვილი – საქართველოს ეყო სიმამაცე, გამოეცხადებინა ევროპული პერსპექტივის სურვილი, იმედი მაქვს, ევროკავშირსაც ეყოფა სიმამაცე, ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს სოლიდარობის სიგნალი გაუგზავნოს