„ლელო“ – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას

Read Time:1 Minute, 3 Second

ევროკავშირი რამდენიმე კვირაში მიიღებს ისტორიულ გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის თაობაზე, შესაბამსიად, აუცილებლად მიგვაჩნია, შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე.

აღნიშნულის შესახებ „ლელოს“ წევრებმა პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადეს.

„ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ ჩვენს ქვეყანას მისცა უპრეცედენტო შანსი მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვებამ შეიძლება კიდევ დიდ ხანს დატოვოს საქართველო გეოპოლიტიკურ გაურკვევლობაში. „ლელოს“ მთავარი პოლიტიკური ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალის უზრუნველყოფა.

შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია: 1. შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე. 2. 19 აპრილის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შეთანხმებული პოლიტიკური შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლამ, უმძიმესი დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. სწორედ მიშელის შეთანხმების დატოვება იყო მთავარი პრობლემა, რომელიც ბრიუსელში ჩვენი შეხვედრებისას დღის წესრიგში დააყენა ევროპულმა მხარემ. 3. შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში. ეს ყველაზე ნათელი პოზიტიური გზავნილი იქნება ევროკავშირისთვის დარჩენილ მოკლე დროში, ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე. 4. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მიშელის შეთანხმების პროცესში, აიღოს პასუხისმგებლობა და გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ყველა უფლება იმისთვის, რომ ქართული ოცნება დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში. 5. ვიწყებთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ერთი მხრივ, დარჩენილ გადამწყვეტ კვირებში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად და მეორე მხრივ, მიშელის შეთანხმებაში მმართველი გუნდის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით“, – განაცხადეს „ლელოში“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ საკითხში თვალდახუჭული ვენდობოდი
Next post ბაიდენი: მე არ განვახორციელებ ზეწოლას უკრაინის ხელისუფლებაზე, რათა რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს