შალვა პაპუაშვილი – საქართველოს ეყო სიმამაცე, გამოეცხადებინა ევროპული პერსპექტივის სურვილი, იმედი მაქვს, ევროკავშირსაც ეყოფა სიმამაცე, ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს სოლიდარობის სიგნალი გაუგზავნოს

Read Time:1 Minute, 44 Second

იმედი მაქვს, ისევე როგორც საქართველოს ეყო სითამამე და სიმამაცე, გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, ევროპული პერსპექტივის სურვილი, ჩაგვეწერა ეს კონსტიტუციაში, ევროკავშირსაც ეყოფა სიმამაცე, რომ ერთი მხრივ, ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს და მეორე მხრივ, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა წინსვლა ყოფილიყო კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ახლა ჯერი ევროკავშირის თამამ გადაწყვეტილებაზეა.

„ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა უნდა შეთანხმდეს და ადვილი გადაწყვეტილება არ არის, რომელსაც იღებს ევროკავშირი. ვიცით, რომ მათ შორის სკეპტიკოსებიც არიან ევროკავშირის შიგნით. განაცხადის შეტანა და კითხვარის გამოგზავნა დაჩქარებული წესით მოხდა, პასუხები დაჩქარებული წესით გავაგზავნეთ. რა თქმა უნდა, ამან მოლოდინები შექმნა, რომ ევროკავშირი ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის მზად არის და იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. მთავარია, საქართველო იყოს მზად იმისთვის და ჩვენი მხრიდან შესრულებული იყოს ჩვენი საშინაო დავალებები. ამ თვალსაზრისით ფაქტია, რომ ასოცირებულ ტრიოს შორის საქართველო არის ლიდერი ყველა მიმართულებით, მათ შორის ნახეთ, რომ ბრიუსელში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციების ასოცირების შეთანხმების შესრულების პროგრესი შეფასებული აქვთ სამი ქვეყნის და მათი დასკვნებით დასტურდება, რომ საქართველო არის ლიდერი და არა მხოლოდ ლიდერია ამ სამ ქვეყანას შორის, არამედ გარკვეულ ასპექტებში უსწრებს კიდეც აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის იმ ქვეყნებს, რომელთაც უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი.

მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველო ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც უსწრებს წინ. ღია ბიუჯეტის კუთხით მსოფლიოში საქართველო პირველ ადგილზეა. იმ ქვეყნის, რომლის ოპოზიციას მთავარ თემას აქვს ქცეული ბიუჯეტთან დაკავშირებით კრიტიკა და ა.შ. საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო არის პირველი ბიუჯეტის გამჭვირვალეობის კუთხით. ეს არის ფაქტები, რომ თუ ახლა ვინმე იმსახურებს კანდიდატობას, ეს არის საქართველო. ერთი იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წინსვლა ყოფილიყო და ასოცირების ხელშეკრულების 45 პროცენტი შესრლებულია, მეორე იმიტომ, რომ ქართველი ხალხი 30 წელია დასავლური პერსპექტივისთვის იბრძვის. იბრძვის პირდაპირი მნიშვნელობით და ამისთვის სისხლი გვაქვს დაღვრილი. ამიტომ ისევე, როგორც საქართველოს ეყო სითამამე და სიმამაცე, რომ გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, ევროპული პერსპექტივის სურვილი, ჩაგვეწერა ეს კონსტიტუციაში, ამისთვის გვებრძოლა და სისხლი დაგვეღვარა, იმედი მაქვს, რომ ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე, რომ ერთი მხრივ, ქართველ, უკრაინელ და მოლდოვ ხალხს სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს და მეორე მხრივ, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას. ახლა ჯერია ევროკავშირზე და მის თამამ გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბაიდენი: მე არ განვახორციელებ ზეწოლას უკრაინის ხელისუფლებაზე, რათა რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს
Next post სოზარ სუბარი – „ევროპის სახალხო პარტია“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიწოდებული მესიჯებით ერთ სიტყვასაც არ ახსენებს კანდიდატის სტატუსზე, ნათლად გამოჩნდა, რას აკეთებს პარტია, როცა ევროპაში დადის