ბათუმში, ნგრევის მე-9 მსხვერპლის ამოსვენების შემდეგ, მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მუშაობა დროებით შეჩერდა

Read Time:28 Second

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, დროებით, მაშველებისა და მძიმე ტექნიკის მუშაობა შეჩერდა.

„რაღაც დროის განმავლობაში, ვაჩერებთ სამუშაოებს, რათა მშენებლებმა მოგვცენ ნებართვა, ჩვენმა მუშაობამ ნგრევა არ გამოიწვიოს და კორპუსის მეორე ნაწილი არ ჩამოწვეს. სავარაუდოდ, ქუჩა გადაიკეტება, რათა ხალხმა არ იმოძრაოს. უკანა ეზოში მოეწყობა ბარიერები, რათა ხალხი ამ ზონაში არ შევიდეს, რამაც, შეიძლება, საფრთხე გამოიწვიოს. მშენებლები შეიკრიბებიან მერიაში და იმსჯელებენ“, – აღნიშნა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, სამუშაოების შეჩერების განმავლობაში, ადგილზე სამართალდამცველები დარჩებიან.

გამოძიების შესახებ დასმული კითხვის პასუხად, მინისტრმა განაცხადა: „გამოძიება გრძელდება. ნუ მომთხოვთ გამოძიების ერთ დღეში დამთავრებას. სპციალისტებმა უნდა ნახონ, რა მოხდა საძირკველში, რამ გამოიწვია ნგრევა“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თორნიკე რიჟვაძე: მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მაშველს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს
Next post თორნიკე რიჟვაძე: დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს