თორნიკე რიჟვაძე: მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მაშველს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს

Read Time:36 Second

პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. ეს არის უმძიმესი ტრაგედია ამ ქალაქისთვის, ამ ქვეყნისთვის, პირადად ჩემთვის, – ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. აჭარის მთავრობის მეთაურმა სამაშველო ოპერაციაში მონაწილე მაშველებს და შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მაშველს, რომელიც 2 დღის განმავლობაში თავგანწირვით ცდილობდა ადამიანების გადარჩენას. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, რომელიც 2 დღეა აქ იმყოფება და პირადად ხელმძღვანელობდა მაშველებისა და შესაბამისი უწყებების კოორდინაციას. რაც შეეხება სხვა საკითხებს, როგორც ცნობილია გვყავს 9 დაღუპული, მაშველებმა მოახერხეს 2 ადამიანის გადარჩენა. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. რაც შეეხება ამ შემზარავი ტრაგედიის მიზეზებს, ამ ყველაფერს გამოძიება გასცემს ობიექტურ და სრულ პასუხს“, – განაცხადა რიჟვაძემ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერში, სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვახტანგ გომელაური: უკანონო მიშენებები სერიოზული პრობლემაა მთელს საქართველოში
Next post ბათუმში, ნგრევის მე-9 მსხვერპლის ამოსვენების შემდეგ, მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მუშაობა დროებით შეჩერდა