ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ

Read Time:24 Second

ბათუმში კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ, – ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა.

„ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრვებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც შესაძლოა იყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ნაწილი ადამიანებისა სამსახურში. ასე რომ, 8 ადამიანია სავარაუდოდ ნანგრევებში,“- აღნიშნა ლელა სურმანიძე.

მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე არავინ ცხოვრობდა. მე-6-7 სართულზე კი მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს, „აქედან გამომდინარე, ჯამში 12 ოჯახის საცხოვრებელია ჩამონგრეული“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს, სააკაშვილის საკითხი გახდა ტესტი, გავარკვიოთ, ვინ არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი და ვინ არის სააკაშვილის მეგობარი
Next post ცესკო: მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებით დაინტერესებულ მხარეებს არ შეუშალონ ხელი საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას