შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს, სააკაშვილის საკითხი გახდა ტესტი, გავარკვიოთ, ვინ არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი და ვინ არის სააკაშვილის მეგობარი

Read Time:35 Second

ამ განცხადებაში არის სრული უპატივცემულობა კანონის უზენაესობის – როგორც ჩანს, სააკაშვილის საკითხი გახდა ტესტი, გავარკვიოთ, ვინ არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, რომლებმაც სააკაშვილზე ღარიბაშვილის განცხადების გამო შეშფოთება გამოთქვეს.

„ეს სიახლე არ არის, ისინი არიან “ნაციონალური მოძრაობის” პარტნიორი დეპუტატები, მათი განცხადება არის რეალობას აცდენილი. ამ განცხადებაში არის სრული უპატივცემულობა კანონის უზენაესობის და მასში არის ძალიან ბევრი სიმპათია სააკაშვილის მიმართ. სამწუხაროა, რომ ვხედავთ განცხადებებს, სადაც ბევრია პირადი ლობიზმი სააკაშვილისა და ნაკლებია კანონის უზენაესობის პატივისცემა და რაც მთავარია სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მიმართ თანაგრძნობა. როგორც ჩანს, სააკაშვილის საკითხი გახდა ტესტი, გავარკვიოთ, ვინ არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი და ვინ არის სააკაშვილის მეგობარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შსს ბათუმში, კორპუსის ნაწილის ჩამონგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Next post ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ