ახალი კორონავირუსის დადგენა ხვალიდან საქართველოშიც იქნება შესაძლებელი

Read Time:55 Second

ხვალიდან ახალი კორონავირუსის დადგენა საქართველოში იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართულ მხარეს პარტნიორებთან ჰქონდა მოლაპარაკება, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ საქართველო მიიღებს შესაბამის ტესტებს, რომელთა საშუალებით, ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირიება საქართველოშიც გახდება შესაძლებელი.

„მაქვს ინფორმაცია, რომ უკვე ხვალიდან ჩვენ, 99,99 პროცენტით,  გვექნება ლაბორატორიული საშუალება ლუგარის ცენტრში ამის დასადგენად. ჩვენს პარტნიორებთან იყო მოლაპარაკება და გვექნება ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ქვეტიპის საბოლოო ლაბორატორიული დიაგნოსტირებისთვის. შესაბამისად, აღარ იქნება აუცილებლობა სინჯების რეფერალურ ცენტრებში გადაგზავნის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს მოქმედი პრაქტიკით, პაციენტის ბიოლოგიურ მასალას ჯერ ლუგარის ლაბორატორიაში იკვლევენ,  სადაც ხორციელდება გამოკვლევა რამდენიმე ათეულ ვირუსზე, რომელთა შორის ახალი კორონავირუსი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მათგანი არ დადასტურდა, მასალა საზღვარგარეთ არსებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რათა დადგინდეს, შეიცავს თუ არა ის ახალ კორონავირუსს. ეს პროცედურა რამდენიმე დღეს მოიცავს.

სავარაუდოდ უკვე ხვალიდან კი, ანალიზების უცხოეთში გაგზავნა საჭირო აღარ  იქნება და ახალ კორონავირუსზე მასალა ადგილზე შემოწმდება, რაც დიაგნოზის სწრაფად დასმის საშუალებას იძლევა.

ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ განცხადება საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სამი პაციენტია დაკვირვების ქვეშ. ისინი საქართველოში გამოკვლეული არიან 22 რესპირატორულ ვირუსზე, ორი ადამიანის სინჯები კი, გადაგზავნილია როტერდამში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე გიგი უგულავაზე – კაცმა 50 მილიონი მოიპარა, ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ?
Next post არჩილ თალაკვაძე – უკლებლივ ყველა მინისტრი იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე