არჩილ თალაკვაძე – უკლებლივ ყველა მინისტრი იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე

Read Time:28 Second

პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული „მინისტრის საათის“ ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში მინისტრების მოსმენა მიმდინარე წლის თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით იგეგმება.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, უკლებლივ ყველა მინისტრი იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე.

„აქ არის წარმოდგენილი 2020 წლის „მინისტრის საათის“ კალენდარი, სადაც როგორც იყო დაპირება, წარსდგებიან მინისტრები თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით. უკლებლივ ყველა მინისტრი იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. ჩვენ მოვემზადებით და რა თქმა უნდა ყველა კითხვა და საკითხი იქნება განხილული. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი წარსდგება პირველი პლენარულ სესიაზე, როგორც იყო შეთანხმება და დაპირება“ ,- განაცხადა  არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ახალი კორონავირუსის დადგენა ხვალიდან საქართველოშიც იქნება შესაძლებელი
Next post გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომა გაიმართა