კახა კალაძე გიგი უგულავაზე – კაცმა 50 მილიონი მოიპარა, ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ?

Read Time:36 Second

კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ? – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ოპოზიციური ლიდერების, მათ შორის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიმართ პოლიტიკური დევნა, რომელთა სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობს.

მისივე თქმით, თუ ადამიანს დანაშაული აქვს, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება.

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებმა საზოგადოებას სიმართლე და რეალობა რომ დაანახოს, ძალიან მარტივია. შესაბამისად, ვერავინ ვერ დაიჩაგრება, ჩვენ არასოდეს არავინ არ დაგვიჩაგრავს“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეხება გიგი უგულავასკახა კალაძემ განაცხადა, რომ გიგი უგულავამ თვითონ აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა და ამაზე ხელი მოაწერა.

რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბონი გლიკი – საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური ზრდის გაგრძელება
Next post ახალი კორონავირუსის დადგენა ხვალიდან საქართველოშიც იქნება შესაძლებელი