აჭარაში, კორონავირუსზე 1800 ტესტის პასუხს ელოდებიან

Read Time:58 Second

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული ორი დღის განმავლობაში აჭარაში ტესტირებისთვის განკუთვნილ 4 კარავსა და 5 პოლიკლინიკაში, 2 ატასზე მეტი ნიმუშის აღება მოხდა, უკვე დასრულებული კვლევებიდან, კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდასტურდა, მათ ტესტირებისთვის პოლიკლინიკას მიმართეს.

„ტესტირებისთვის განკუთვნილ კარვებში და პოლიკლიინიკებში, მიმდინარეობს ბოლო დღეებია გაფართოებული ტესტირება. 4 კარავსა და 5 პოლიკლინიკაში, აღებულ იქნა 2000-ზე მეტი ნიმუში, უმეტესი მათგანის კვლევა დასრულებულია, დარჩენილია 300-მდე ნიმუში, რომლის პასუხებსაც ველოდებით. უკვე გამოკვლეულებიდან, პოლიკლინიკაში მიმართვის შემდეგ გამოვლენილია ინფიცირების 2 შემთხვევა, რომელიც დღეს დადასტურებულ 13 შემტხვევაში შედი“,-აცხადებს ნონა ეფაძე.
ეფაძის განცხადებით, 300 ტესტის პასუხთან ერთად, ისინი იმ 1 500 ნიმუშის პასუხსაც ელოდებიან, რომელიც მოქალაქეებს გუშინ აუღეს. ნიმუშები კვლევისათვის დაინტერესებულმა პირებმა კარვებსა და პოლიკლინიკებში ჩააბარეს.
მონაცემები, როგორც აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში აცხადებენ, ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
აჭარაში კარვებთან ერთად კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაშია შესაძლებელი.მოქალაქეებს ნიმუშის აღება 10:00 დან 17:00 საათამდე შემდეგ დაწესებულებებში შეუძლიათ: N1 პოლიკლინიკა, N4 პოლიკლინიკა, საოჯახო მედიცინის ცენტრი, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი, ევექსის ბათუმის ამბულატორია.
ასევე, ტესტირება ბულვარის ტერიტორიაზე სამ ლოკაციაზეა შესაძლებელი. კარვები განთავსებულია ბულვარის ტერიტორიაზე, სადაც ტესტირება შესაძლებელია 11:00-დან 23:00 საათამდე. უფასო ტესტირების ჩატარება ასევე შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოს შენობაში. ტესტირებისთვის ქობულეთში კარავი განტავსებულია მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვაშაძე – ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა შეწყდეს და თითოეული საქმე იქნას გამოძიებული
Next post გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან სამს ბრალი უკვე დაუზუსტდა