გიორგი ვაშაძე – ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა შეწყდეს და თითოეული საქმე იქნას გამოძიებული

Read Time:39 Second

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრებმა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხთან დაკავშირებით მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართეს. „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობაა, განსაკუთრებით მაღალია ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის მიზანია, შეწყდეს ქალთა მიმართ ძალადობა და თითოეული საქმე იყოს გამოძიებული.

„ქვეყანაში არის მძიმე კრიმინოგენული სიტუაცია და სამწუხაროდ, საერთო ფონიდან გამოირჩევა ქალთა მიმართ ძალადობა, რომლის უამრავი ფაქტია და გამოუძიებელი. 2019 წელს 119 გაუპატიურების შემთხვევიდან, 72 დღემდე გამოუძიებელია. ეს არის კატასტროფა. რამდენია ისეთი შემთხვევა, როცა არ არის გაცხადებული ამასთან დაკავშირებით. ეშინიათ ქალებს, რომ ხმამაღლა ისაუბრონ ძალადობაზე, რომელიც ხდება ქვეყანაში. ამიტომ ჩვენი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის მთავარი მიზანია, ქალთა მიმართ ძალადობა შეწყდეს ქვეყანაში და თითოეული საქმე იქნას გამოძიებული. პირობას ვდებ, ეს 72 გაუპატიურების საქმეც იქნება გამოძიებული, ისევე როგორც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევა რაც ქვეყანაში ხდება“,- განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარლ ჰარცელი: არჩევნების წინ კიბერუსაფრთხოება სერიოზულ საკითხს წარმოადგენს და მას დაცვა სჭირდება
Next post აჭარაში, კორონავირუსზე 1800 ტესტის პასუხს ელოდებიან