აშშ-ის კონგრესში ლიბერალ-დემოკრატთა ჯგუფი ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირება მოლაპარაკების გზით სცადოს

Read Time:32 Second

შშ-ის კონგრესში ლიბერალ-დემოკრატთა ჯგუფი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირება მოლაპარაკების გზით სცადოს.

წერილში, რომელშიც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 30 „დემოკრატი“ კონგრესმენი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმართავს, ნათქვამია, რომ „კატასტროფული ესკალაციის რისკის გათვალისწინებით, ჩვენ ასევე მივიჩნევთ, რომ უკრაინის, შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს ინტერესებშია, თავიდან აიცილონ ხანგრძლივი კონფლიქტი“.

„ჩვენ მოგიწოდებთ, შეუთავსოთ სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა, რომელსაც აშშ უკრაინას უწევს, პროაქტიულ დიპლომატიურ ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტის რეალისტური ჩარჩოს მოსაპოვებლად“, – ნათქვამია „დემოკრატი“ კონგრესმენების ჯგუფის წერილში.

„როგორც კანონმდებლებს, რომლებსაც პასუხისმგებლობა გვეკისრება ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ათობით მილიარდი დოლარზე, მივიჩნევთ, რომ ამგვარი ჩართულობა ამ ომში ასევე აკისრებს პასუხისმგებლობას აშშ-ს, სერიოზულად განიხილოს ყველა შესაძლებლობა, მათ შორის პირდაპირი ჩართულობა რუსეთთან“, – აღნიშნულია წერილში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩეხეთის რესპუბლიკაში „პრაღის პროცესის“ მე-4 მინისტერიალი გაიმართა
Next post ირანელი კაცი, რომელსაც 60 წელზე მეტხანს არ უბანავია, 94 წლისა გარდაიცვალა