ჩეხეთის რესპუბლიკაში „პრაღის პროცესის“ მე-4 მინისტერიალი გაიმართა

Read Time:49 Second

2022 წლის 24-25 ოქტომბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში „პრაღის პროცესის“ მონაწილე ქვეყნების მინისტერიალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, მინისტრთა დეკლარაცია და მისი განხორციელების 2023-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.

მინისტრთა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც ღონისძიებაზე მიგრაციის სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და მინისტრთა დეკლარაციით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა მიგრაციის მართვის ნაწილში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასაც, რაც დეკლარაციის მიღების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, შედიოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები.

დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა „პრაღის პროცესის“ მონაწილე ქვეყნების (მათ შორის, საქართველოს) და ევროკავშირის ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა.

მინისტრთა დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: არალეგალური მიგრაციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა; რეადმისია, ნებაყოფლობითი დაბრუნება და მდგრადი რეინტეგრაცია; ლეგალური მიგრაცია, განსაკუთრებული აქცენტით შრომით მიგრაციაზე; ინტეგრაცია; მობილობა და განვითარება; საერთაშორისო დაცვა.

მინისტერიალის ფარგლებში დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა ერთხმად იქნა მიღებული პროცესის მონაწილე ქვეყნების და ევროკავშირის მიერ. დოკუმენტის მიღებით რეგიონში მომავალი ხუთი წლის სამოქმედო პრიორიტეტები განისაზღვრა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: ეს მავნებლურად უპასუხისმგებლო განცხადებები არის გაგრძელება იმ კამპანიისა, რომ საქართველოში შეიქმნას განწყობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საომარი მოქმედებების გაჩაღება
Next post აშშ-ის კონგრესში ლიბერალ-დემოკრატთა ჯგუფი ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირება მოლაპარაკების გზით სცადოს