აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელეებს

Read Time:43 Second

ლოტკინის დასახლებაში მიმდინარე გამოსახლებასთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოსულია 2019 წელს.

უწყების ცნობით, გამოსახლების პროცესი პანდემიის პერიოდში შეჩერებული იყო, თუმცა, ამ სამი წლის განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალური მუშაკებისა და მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერების ჩართულობით, მიმდინარეობდა შეხვედრები და მოლაპარაკებები მხარეებთან მათი მორიგებისა და საქმის ნებაყოფლობით დასრულების მიზნით.

„იყო შეთავაზებები კრედიტორის მხრიდან; კერძოდ, ის თანახმა იყო, მოვალეს გამოესყიდა უძრავი ქონება, ასევე, კრედიტორი სთავაზობდა მოვალეს საცხოვრებელი ფართის მცირე ნაწილს საჩუქრად, თუკი ის დანარჩენ ფართს ნებაყოფლობით დაცლიდა. მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

კანონის თანახმად, აღსრულების პოლიცია ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება. სამართლის აღსრულების მიზნით მიმდინარეობს გამოსახლების პროცესი.

რაც შეეხება დაკავებულებს, აღსრულების პოლიციის მიერ არაერთი გაფრთხილების შემდეგ დაკავებულია 3 პირი პოლიციელების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, სამსახურებრივი ავტომანქანის დაზიანებისა და გამოსახლების პროცესის ხელშეშლის გამო. ეს არის იმ სახელმწიფო ინსტიტუტზე შეტევის მცდელობა, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში სამართლის აღსრულებაზე. დაკავებულები გადაყვანილი არიან თბილისის საქალაქო სასამართლოში“, -აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Bloomberg: ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის სასამართლო დავა გახდება პრეცედენტული გლობალური ინდუსტრიისთვის, რომელიც მდიდარი ოჯახებისთვის მილიარდობით აქტივებს მართავს
Next post ანდრია გვიდიანი: სოსო გოგაშვილი რომ ბოდავს, რაც ენაზე მოადგება და თან ამბობს, ბიძინა ივანიშვილისგან ვიღებდი დავალებებსო, აი, მაგის სჯერა ვინმეს? ვინმეს სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი დროს კარგავდა სოსო გოგაშვილთან ჭორაობაზე?