არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის მტკიცე პარტნიორია

Read Time:40 Second

დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებზე განხორციელებულ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ამ ტრაგიკული დღის უდანაშაულო მსხვერპლებს, ასევე, პოლიციელებისა და მეხანძრეების გმირობას, – ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე აშშ-ში 19 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას.

„საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის მტკიცე პარტნიორია“ – წერს არჩილ თალაკვაძე.

„ჩვენ გვახსოვს 11 სექტემბერი. პატივს მივაგებთ ამ ტრაგიკული დღის მსხვერპებსა და გმირებს“ – დაწერა არჩილ თალაკვაძემ Twitter-ის გვერდზეც.

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 19 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერს „ალ-ქაიდას“ 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. 2 თვითმფრინავი ტერორისტებმა ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს, მესამე – პენტაგონის კომპლექსს შეაჯახეს, მე-4 კი მგზავრების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შედეგად პენსილვანიის შტატში სომერსეტ ქაუნთის ველზე ჩამოვარდა.

ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტები მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის მიერ იყო ორგანიზებული. ტერაქტებს 2753 ადამიანი ემსხვერპლა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კოვიდინფიცირების 87 ახალი შემთხვევიდან 24 ქუთაისის სკოლას უკავშირდება, 10-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია
Next post თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას გადაედო