თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას გადაედო

Read Time:51 Second
„კანონი და სამართალის“ ერთ-ერთ ლიდერი, სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, თაკო ჩარკვიანი, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, ვარაუდობს, რომ ვირუსი ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას, სხვა რესპონდენტის მიკროფონის დამაგრების შედეგად გადაედო.
 
„ვფიქრობ, ჩემთვის… ლევან გოგიჩაიშვილი რომ ადგა, შემდეგ მე გამიკეთეს მისი მიკროფონი. დღეს უკეთ ვარ, ვიდრე გუშინ, მაგრამ სისუსტე მაქვს, ვერ ვარ კარგად. ჩემი მეუღლე თვითიზოლაციაში გადავიდა, შვილი აქ არაა, 6 თვეა, არანაირი კონტაქტი არ გვაქვს“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.
 
დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ცოტა ხნის წინ ვირუსი დაუდგინდა თაკო ჩარკვიანსაც.
 
გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20.
 
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
 
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის მტკიცე პარტნიორია
Next post თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილს ქართულ ციხეში ექნება საუკეთესო კვება