კოვიდინფიცირების 87 ახალი შემთხვევიდან 24 ქუთაისის სკოლას უკავშირდება, 10-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია

Read Time:50 Second
87 ახალი შემთხვევიდან 29 არის ბათუმის შემთხვევები, 24 გახლავთ ქუთაისის სკოლის შემთხვევიდან, 12 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, 5 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში, 4 შემოტანილი შემთხვევა, 3 არის სამედიცინო პერსონალი და 10 შემთხვევაზე ეპიდკვლევა გრძელდება – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
 
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 536 პაციენტი მკურნალობს. აქედან 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტია. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 71-ია.
 
დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
 
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1354-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
 
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
 
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ხედვა, რომელიც მაქსიმალურად წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკისა და სოციალური პოლიტიკის განხორციელების საშუალებას მოგვცემს
Next post არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის მტკიცე პარტნიორია