არჩილ თალაკვაძე: ამ მომენტისთვის არჩევნების ჩატარება არანაირი საფრთხის წინაშე არ დგას

Read Time:42 Second

ამ მომენტისათვის არჩევნები არანაირი საფრთხის წინაშე არ დგას. არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება.

„ამ მომენტისთვის საქართველო რჩება „მწვანე ზონის“ მწვანე სტატუსის მქონე ქვეყნად. ეს ნიშნავს იმას, რომ პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელება საქართველოს ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სამსახურების კონტროლის ქვეშაა. ყოველდღიურად ხდება კონტაქტების მოძიება, ფართომასშტაბიანი ტესტირება და ყველა ადამიანი, ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, არის უზრუნველყოფილი. დღესდღეობით არჩევნებს და არამხოლოდ არჩევნებს, წინასაარჩევნო კამპანიასაც, არ ემუქრება საფრთხე. ამ კუთხით რაიმე შეზღუდვა არ არის დაწესებული. თუ ჩვენ გვექნება საჭიროება, მივიღოთ რაიმე ზომები, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საბჭო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ არჩევნებს ეს პროცესი არ შეაფერხებს და არჩევნები ამ მომენტისათვის არანაირი საფრთხის წინაშე არ დგას. არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – ყველას ვურჩევ, სპეკულაციების ნაცვლად, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოემზადონ
Next post გიორგი გახარია: ვირუსთან დაკავშირებით მიღებული ცოდნა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მიუხედავად ციფრებისა, ცხოვრება ჩვეულებრივად განვაგრძოთ