გიორგი გახარია: ვირუსთან დაკავშირებით მიღებული ცოდნა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მიუხედავად ციფრებისა, ცხოვრება ჩვეულებრივად განვაგრძოთ

Read Time:1 Minute, 44 Second

ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფიცირების ზრდის ტენდენცია გვაქვს, თუმცა მგდომარეობა კონტროლს სრულად ექვემდებარება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, სიტუაცია მართვადია და შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო.

„ამიტომ ვამბობდით, რომ ძირითადი ამოცანაა, ვირუსთან ადაპტაცია და მასთან ერთად ცხოვრების სწავლა. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე ლოქდაუნები, მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რათა ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაგვერჩინა და ნაკლები ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის – იმ პერიოდში ცოდნა ვირუსთან დაკავშირებით საერთოდ არ არსებობდა და ჩვენ, ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო. ეს დრო მოვიგეთ და არამარტო მსოფლიოში, არამედ საქართველოში, ვირუსთან დაკავშირებული ცოდნა არის ბევრად უფრო დიდი, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მიუხედავად ციფრებისა, ცხოვრება ჩვეულებრივად განვაგრძოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ეს მიღებული გამოცდილება საერთაშორისო დონეზეა შეფასებული, დღევანდელი ამოცანა კი ეკონომიკის სწრაფი აღდგენა ისე, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნათ.

„დღეს პრიორიტეტი უკვე ხდება ეკონომიმის სწრაფი აღდგენა და ეს შეუძლებელია გარკვეული წესების დაცვის გარეშე. ეს მარტივი წესებია – პირბადე, სოციალოური დისტანცია,ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება – საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, ვიდრე პრობლემა გლობალურად არ გადაწყდება ვაქცინით, ან სხვა საშუალებით, შეუძლებელი იქნება, ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს ვირუსი.

ამიტომ ვამბობთ, რომ მძიმე შეზღუდვები პირველ ეტაპზე აუცილებელი იყო, რომ გადაგვერჩინა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და შეგვეჩერებინა ვირუსის გავრცელება, მოგვეგო დრო; უფრო მეტი გვესწავლა და მეტი გამოცდილება მიგვეღო, რათა სისტემა უკეთესად მოგვემზადებინა, რაც ჩვენ შევასრულეთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, ციფრებმა არ უნდა შეგვაშინოს და ეკონომიკის აღდგენის პროცესი რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ მკაცრი შეზღუდვებით.

საქართველოში დღეს COVID-19-ის 179 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2 937 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1422 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: ამ მომენტისთვის არჩევნების ჩატარება არანაირი საფრთხის წინაშე არ დგას
Next post გიორგი გახარია: არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება