ირაკლი კობახიძე – ყველას ვურჩევ, სპეკულაციების ნაცვლად, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოემზადონ

Read Time:35 Second

არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს და ყველას ვურჩევ, სპეკულაციების ნაცვლად, არჩევნებისთვის მოემზადონ, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, არსებობს თუ არა არჩევნების გადადების საშიშროება.

კობახიძის განცხადებით, სპეკულაციაა, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნების გადადება უნდა.

„რამდენიმე დღეა სპეკულაციები გვესმის იმისთან დაკავშირებით, რომ თითქოს, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გადადება უნდა. ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია. ამასთან დაკავშირებით განმარტება არაერთხელ გავაკეთეთ, თუმცა სპეკულაციები არ წყდება. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ არჩევნები ჩატარდება სათანადო დროს და ეს არის 31 ოქტომბერი, როგორც გათვალისწინებულია კონსტიტუციით. ახლა არც იმის ფუფუნება გვაქვს, რომ თუნდაც ეკონომიკური ლოქდაუნი გამოვაცხადოთ და ბუნებრივია, პოლიტიკური ლოქდაუნიც ვერ გამოცხადდება. შესაბამისად, არჩევნები ჩატარდება სათანადო დროს, ეს არის 31 ოქტომბერი და ყველას ვურჩევ, სპეკულაციების ნაცვლად, ამ არჩევნებისთვის მოემზადონ“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გრიგოლ ვაშაძე – თავის დროზე ყველას გვარი ითქვა, უგულავასი, რურუასი, ამიტომ რეზოლუციაში კონკრეტულად ნათქვამია თუ არა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს
Next post არჩილ თალაკვაძე: ამ მომენტისთვის არჩევნების ჩატარება არანაირი საფრთხის წინაშე არ დგას