არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადების საქმეზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის მოზარდი გოგონების მშობლები

Read Time:30 Second

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადების საქმეზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.

„ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები, რამდენიმე მათგანი კი, არასრულწლოვანი გოგონების მშობლები არიან.

აღსანიშნავია, რომ 17:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დაინიშნა, რომელზეც განცხადება სწორედ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ სექტემბერში 11 პირი დააკავა, მათ შორის უცხოეთის 2 მოქალაქე და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არასრულწლოვნების მშობლები და ოჯახთან დაახლოები პირები.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 143 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა – ჩვენ მიერ დაწყებული უპრეცედენტო პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში უკვე გაიყიდა ექვსი ობიექტი და 8 მილიონ ლარზე მეტი შემოვიდა
Next post სულ სხვანაირი ვაჟა ექიმი – დაკავებული ტრავმატოლოგის პირადი ცხოვრების უცნობი დეტალები