ანრი ოხანაშვილი „საიას“ სარჩელზე: ეს ხელს აძლევს რადიკალურ ჯგუფებს მათი დესტრუქციული პოლიტიკის გატარების მცდელობაში

Read Time:1 Minute, 1 Second

ეს ქმნის საფუძველს და ხელს აძლევს კონკრეტულ პოლიტიკურ და განსაკუთრებით რადიკალურ ჯგუფებს მათი დესტრუქციული პოლიტიკის გატარების მცდელობაში, – ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან „საიას“ სარჩელზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, თუ არჩევნების შემდეგ ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით სარჩელს არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ დაყენებისთვის გამოიყენებს, ეს იქნება ლუსტრაცია.

„ჩვენთვის გაუგებარია, თუ მათივე განმარტებით ეს სარჩელი სამართლებრივად არჩევნებამდე არაფერს ცვლის, მაშინ არჩევნების შედეგების შემდგომ რატომ არ შეიტანეს? დავუშვათ, ეს მათი არჩევანი და უფლებაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუკი ეს არჩევნები შემდგომ გამოყენებული იქნება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიერ, და მათ შორის მოხდება ამ საკითხის დაკავშირება მათ საკითხთან, ეს რა თქმა უნდა, ამ კავშირს, თუ ასეთი არსებობს, დაადასტურებს. თუ ასეთი რამ არ დადასტურდება, ამასაც ვნახავთ. ამ ყველაფერმა შესაძლებელია შეამზადოს ნიადაგი რადიკალური ოპოზიციური ჯგუფებისთვის არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. დაველოდებით. ამისდა მიხედვით ყველასთვის გასაგებია იქნება. თუ ვნახავთ, რომ ეს ჯგუფები ეყრდნობიან ამ სარჩელს და მას გამოიყენებენ ეს იქნება ლუსტრაცია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს საზოგადოებას „ქართული ოცნების“ განცხადება გააცნო და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით აკეთებს იმას, რაც 5 წლის წინ თავად გააკეთა. მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ, ანალოგიური სარჩელით, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ მიმართა. საუბარია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილზე, რომლითაც ორგანიზაცია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე: დავუმატებდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ამონარიდებს გირგვლიანის, ვაზაგაშვილის საქმეებზე, ეს ბანერები წარმოაჩენს იმ ადამიანების რეალურ სახეებს
Next post სერგო ხიდეშლის შეხვედრა სოფელ გლოლის მოსახლეობასთან