სამშაბათი, ივნისი 16, 2026

სერგო ხიდეშლის შეხვედრა სოფელ გლოლის მოსახლეობასთან

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი
სერგო ხიდეშლი, საზღვრისპირა სოფლის, გლოლის მოსახლეობას შეხდა.
გლოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, მერაბ ბიჭაშვილთან და
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას
სამომავლო გეგმები გააცნეს და ის გამოწვევები განიხილეს, რომელიც საზღვრისპირა
სოფლის მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს.
“გპირდებით, სათანადოდ დავიცავთ თქვენს ინტერესებს და ყველაფერს
გავაკეთებ თქვენი ყველა პრობლემის ეტაპობრივი მოგვარებისთვის“ განაცხადა
სოფელ გლოლაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სერგო ხიდეშელმა.
#განვითარებაყველარეგიონს

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გარდაიცვალა ნელი სალაძე

86 წლის ასაკში ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშე ნელი სალაძე გარდაიცვალა.ინფორმაციას სალაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ახლობლები და საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია ავრცელებენ.ნელი სალაძე იყო სსრკ ორგზის ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში (1961-1962 წლებში), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებული (1964 წელს). სალაძემ მწვრთნელად მუშაობა დაიწყო 1971 წლიდან, იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976–1993 წლებში). მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა ნაკრები აბსოლუტური ჩემპიონი გახდა (1979). ავარჯიშებდა ბელგიისა (1999–2001წწ) და იაპონიის (1992,1996, 2000, 2002 წლებში) კლუბების სპორტსმენებს.სალაძეს 1999 წელს ღირსების ორდენი გადაეცა საქართველოს მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში, ბავშვთა ფიზიკურ და სულიერ განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი ორგანიზაციული, შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის. 2024 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელდა.„მთელი თავისი ცხოვრება ქალბატონმა ნელიმ მიუძღვნა საქართველოში მხატვრული ტანვარჯიშის განვითარებას, ახალგაზრდა სპორტსმენების აღზრდასა და მუდამ იდგა ქართული სპორტის სამსახურში. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა არაერთი თაობის წარმატებული ტანმოვარჯიშე, რომელთაც მან არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, არამედ შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და სპორტისადმი სიყვარული გადასცა. ნელი სალაძის ღვაწლი ქართული მხატვრული ტანვარჯიშის განვითარებაში ფასდაუდებელია. იგი სარგებლობდა კოლეგების, სპორტსმენებისა და მთელი სპორტული საზოგადოების დიდი პატივისცემით. მისი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება მისი აღსაზრდელების, მეგობრების, კოლეგებისა და ყველა იმ ადამიანის გულში, ვისაც ჰქონდა ბედნიერება, პირადად სცნობოდა ამ გამორჩეულ ადამიანს.საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ნელი სალაძის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, აღსაზრდელებსა და კოლეგებს. ვიზიარებთ თქვენს ტკივილს და მწუხარებას. ნათელი ხსოვნა ქალბატონ ნელი სალაძეს“, – ნათქვამია საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის სამძიმრის წერილში.

„წინა დღეს იუბილარი იყო…“ – ცნობილი თურქი მსახიობი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი თურქი მსახიობი, სერიალ „შერბეთის“ ვარსკვლავი, ეჯე ირთემი, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.ეჯე ირთემი 1991 წლის 14 ივნისს, თურქეთის ქალაქ სივასში დაიბადა.მსახიობმა კარიერა 2014 წელს დაიწყო და მონაწილეობა მიიღო არაერთ პოპულარულ თურქულ პროექტში.

ილია თოფურია – გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და უფრო სახიფათო

ილია თოფურიამ თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯისთან გამართული საჩემპიონო ბრძოლის შესახებ განცხადება გაავრცელა.„ჯასტინ, გილოცავ. თქვი, შენს სახეზე კვალს დავტოვებო და დატოვე კიდეც.პირველ რაუნდში მარჯვენა თვალში მხედველობა დამიკარგე, მეორე რაუნდის ბოლოს კი – მარცხენაშიც.გასამართლებელ საბუთებს არ ვეძებ.ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ეტაპი მქონდა. ოქტაგონზე ბასრი და მომზადებული გამოვედი. ეს შენი ღამე იყო.ასეთია ამ თამაშის ბუნება. დიდება და ტკივილი ერთად დადიან. გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და უფრო სახიფათო.და მერწმუნე, ჩვენი ისტორია ამით არ დასრულებულა, ჩვენი რევანში აუცილებლად შედგება“, – წერს თოფურია.

დონალდ ტრამპი – გემები, მათგან ბევრი ნავთობით დატვირთული, იწყებენ მოძრაობას ჰორმუზის სრუტიდან, მიემართებიან სამხრეთის „მაგისტრალით“, რომელიც სრულიად უსაფრთხო და უპრობლემოა

გემები, მათგან ბევრი ნავთობით დატვირთული, იწყებენ მოძრაობას ჰორმუზის სრუტიდან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი წერს, „ისინი მიემართებიან სამხრეთის „მაგისტრალით“, რომელიც სრულიად უსაფრთხო, დაცული და უპრობლემოა“.„ასევე არსებობს გადაადგილების სხვა მარშრუტებიც!!!“ – წერს დონალდ ტრამპი.

ვარლამ ლიპარტელიანი – საქართველოს მიზანი უცვლელია – ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია და უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ყველა მოქალაქისთვის

აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა, ვარლამ ლიპარტელიანმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე – „პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქცია: თანამედროვე გამოწვევები ურბანულ დაგეგმარებაში“.„საქართველოს მიზანი უცვლელია – ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დე-ოკუპაცია და უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც კონფლიქტების შედეგად საკუთარი სახლები და მშობლიური კუთხეები დაკარგეს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ურბანული დაგეგმარება საქართველოსთვის არა მხოლოდ სივრცითი განვითარების, არამედ მშვიდობის მშენებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად გვევლინება“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა სიტყვით გამოსვლისას.„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი და ბორდის წევრები – მარიამ გრიგოლიშვილი და თეკლა თიკანაშვილი, აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით, ქალაქ შუშაში იმყოფებიან, სადაც მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით – „რეგიონული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში – მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“.

ბოლო სიახლეები