ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე: დავუმატებდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ამონარიდებს გირგვლიანის, ვაზაგაშვილის საქმეებზე, ეს ბანერები წარმოაჩენს იმ ადამიანების რეალურ სახეებს

Read Time:33 Second

მე ამ ბანერებს კიდევ დავუმატებდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ამონარიდებს გირგვლიანის, ვაზაგაშვილის საქმეებზე და ა.შ. იქ ალბათ, იქნებოდა ადგილი იმისთვის, რომ მათი რეალური სახე გამყარებულიყო სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებს წარწერით: „არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს“.

მისი თქმით, აღნიშნული ბანერები „რადიკალური პილიტიკური ჯგუფების რეალურ სახეს წარმოაჩენს“.

„ჩვენ ყოველთვის საქმიან ფორმატზე ვართ ორიენტირებული და ვესაუბრებით საზოგადოებას, ამომრჩეველს და მოსახლეობას ვთავაზობთ კონკრეტულ პროგრამას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თუმცა რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები ირჩევენ რადიკალიზაციის გზას, სიძულვილის ენას. ეს ბანერები კი არის იმ ადამიანების რეალური სახე. მათ, ვინც გადაწყვიტეს ამის გაკვრა, იმ ადამიანების რეალური სახეები წარმოაჩინეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თორნიკე რიჟვაძე წალკაში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა
Next post ანრი ოხანაშვილი „საიას“ სარჩელზე: ეს ხელს აძლევს რადიკალურ ჯგუფებს მათი დესტრუქციული პოლიტიკის გატარების მცდელობაში