ანრი ოხანაშვილი: მამუკა ხაზარაძეს წარმოდგენა არ აქვს საპარლამენტო მანდატსა და საპარლამენტო სუვერენიტეტზე

Read Time:26 Second

მამუკა ხაზარაძეს წარმოდგენა არ აქვს საპარლამენტო მანდატზე, საპარლამენტო სუვერენიტეტსა და თავისუფალ მანდატზე, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მამუკა ხაზარაძეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

„როდესაც ადამიანები, კოლეგებთან ულტიმატუმით საუბრობენ, რომ თავიანთ საპარლამენტო უფლებამოსილებას არ განახორციელებენ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასწორია. კოლეგებო, ვინც ამ განცხადებას იზიარებთ, საერთოდ არ გესმით, რას ნიშნავს საპარლამენტო სუვერენიტეტი და პარლამენტის წევრის თავისუფალი მანდატი. პარლამენტის წევრს აქვს უფლებამოსილება და ვალდებულება ხალხის ნება განახორციელოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურა არის გამჭვირვალე და კომიტეტის სხდომებზე ყველას ექნება კანდიდატებთან გასაუბრების შესაძლებლობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანა ნაცვლიშვილი – ქალთა ჩართულობის გარეშე, დილის 4-ის ნახევარზე რამდენიმე მამაკაცმა გადაწყვიტა წაგვართვას თანასწორობის უფლება – ჩვენ ამას არ შევეგუებით!
Next post ვლადიმირ ზელენსკი – უკრაინას და საქართველოს ერთობლივი ევროპული მისწრაფებები აქვთ, მწამს, მეგობრული ურთიერთობები ტრადიციულად გაგრძელდება