ანა ნაცვლიშვილი – ქალთა ჩართულობის გარეშე, დილის 4-ის ნახევარზე რამდენიმე მამაკაცმა გადაწყვიტა წაგვართვას თანასწორობის უფლება – ჩვენ ამას არ შევეგუებით!

Read Time:1 Minute, 5 Second

ქალთა ჩართულობის გარეშე, დილის 4-ის ნახევარზე რამდენიმე მამაკაცმა გადაწყვიტა, ერთი ხელის მოსმით წაგვართვას თანასწორობის უფლება – ჩვენ ამას არ შევეგუებით,- ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ქალთა უფლებადამცველებთან ერთად პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ იმ ჩანაწერს ცვლის და აუარესებს, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიებს ავალდებულებდა საარჩევნო სიებში ყოველი მეორე ყოფილიყო ქალი და ამაზე იყო მიღწეული შეთანხმება.

“ჩვენ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ დავაფიქსიროთ სრული მოუღებლობა იმ ცვლილებების მიმართ, რომლის გატანასაც აპირებს მმართველი ძალა „საარჩევნო კოდექსში“. ეს არის უპრეცედენტო მაგალითი პარლამენტარიზმის ისტორიაში, როცა ჯერ არამოქმედებულ ნორმას აუქმებენ. ეს ეხება ქალთა კვოტირებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. როცა მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ თვითმმმართველობის არჩევნებზე ყველა პარტია ვალდებული იყო ყოველი მეორე ყოფილიყო განსხვავებული სქესის, ამ დიდი ბრძოლის შედეგს ერთი ხელის მოსმით უპირებს გაუქმებას „ქართული ოცნება“ და როდის გააკეთა ეს, საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც შუადღის ოთხი საათიდან დილის 4 საათზე მიმდინარეობდა. როცა უკვე შეუძლებელი იყო ამ პროცესში ჩართულობა, მე პარლამენტი დავტოვე იმ დღეს დილის სამის ნახევარზე. იმ დროს როცა ეს საკითხი დაისვა უმრავლესობის წევრის მხრიდან, დარბაზში არ იჯდა არც ერთი ქალი და ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქალთა ჩართულობის გარეშე, დილის 4-ის ნახევარზე რამდენიმე მამაკაცმა გადაწყვიტა, ასე ერთი ხელის მოსმით წაგვართვას თანასწორობის უფლება. ეს საკუთხი არ დადის მათემატიკამდე. ეს არის ღირებულებების საკითხი, ჩვენ ამას არ შევეგუებით,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

აღნიშნულ თემაზე ბრიფინგი ქალთა უფლებადამცველებმა ფრაქციებთან – “ლელოსთან” და “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფთან” ერთად გამართეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: მე როგორც ოთხი შვილის მამას, მსიამოვნებს, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში თანამედროვე სტანდარტები დავნერგეთ
Next post ანრი ოხანაშვილი: მამუკა ხაზარაძეს წარმოდგენა არ აქვს საპარლამენტო მანდატსა და საპარლამენტო სუვერენიტეტზე