ვლადიმირ ზელენსკი – უკრაინას და საქართველოს ერთობლივი ევროპული მისწრაფებები აქვთ, მწამს, მეგობრული ურთიერთობები ტრადიციულად გაგრძელდება

Read Time:31 Second

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას და საქართველოს ერთობლივი ევროპული მისწრაფებები აქვთ. მისივე თქმით, ორივე ქვეყანამ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს.

ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს უკრაინაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ერთობლივი ევროპული მისწრაფებები გვაქვს. უკრაინამ და საქართველომ უნდა იზრუნონ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. მოლაპარაკებების დროს ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს იქნება საკვანძო მიმართულება შემდგომი ურთიერთობების. მწამს, ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალშიც ტრადიციულად გაგრძელდება, განვითარდება საქართველოსა და უკრაინის ინტერესებში, ასევე, გაერთიანებული ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოების ინტერესებში.

კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მოლაპარაკებისთვის და ამ ვიზიტისთვის. მოხარული ვარ, უკრაინაში თქვენი ხილვით. ნამდვილად ეს არის საქართველოს პრეზიდენტის უკრაინაში პირველი ოფიციალური ვიზიტი ბოლო 15 წელიწადში, ყოველთვის მოხარული ვართ, გიხილოთ“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანრი ოხანაშვილი: მამუკა ხაზარაძეს წარმოდგენა არ აქვს საპარლამენტო მანდატსა და საპარლამენტო სუვერენიტეტზე
Next post ქართული ხმების სოლისტი, ზურაბ ბაკურაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა