ანდრია გვიდიანი: სოსო გოგაშვილი რომ ბოდავს, რაც ენაზე მოადგება და თან ამბობს, ბიძინა ივანიშვილისგან ვიღებდი დავალებებსო, აი, მაგის სჯერა ვინმეს? ვინმეს სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი დროს კარგავდა სოსო გოგაშვილთან ჭორაობაზე?

Read Time:44 Second

ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა, რომ გოგაშვილმა ბიძინა ივანიშვილი 2018 წლის ბოლოს ნახა პირველად, როცა უკვე პარტიაში შეიფარეს. ანუ, სანამ სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, საერთოდ ნანახიც კი არ ჰყავდა, – წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი.

როგორც გვიდიანი აღნიშნავს, არავის სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი გოგაშვილს დავალებებს აძლევდა.

,,სოსო გოგაშვილი რომ ბოდავს ყველაფერს, რაც ენაზე მოადგება და თან ამბობს, ბიძინა ივანიშვილისგან ვიღებდი დავალებებსო, აი, მაგის სჯერა ვინმეს? ვინმეს სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი დროს კარგავდა სოსო გოგაშვილთან ჭორაობაზე?
გოგაშვილი ამით ცდილობს, თავის მნიშვნელობას ხაზი გაუსვას და წარმოაჩინოს, რომ ბიძინა ივანიშვილი თურმე მასთან თათბირობდა და თითქოს მის ირგვლივ ტრიალებდა სამყარო. არადა ბოლო-ბოლო ჩვეულებრივი რიგითი საჯარო მოხელე იყო და მეტი არაფერი. ეგეთი სუს-ის უფროსის მოადგილეები მანამდეც ყოფილან, ახლაც არიან და მომავალშიც იქნებიან.
ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა, რომ გოგაშვილმა ბიძინა ივანიშვილი 2018 წლის ბოლოს ნახა პირველად, როცა უკვე პარტიაში შეიფარეს. ანუ, სანამ სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, საერთოდ ნანახიც კი არ ჰყავდა“, – წერს გვიდიანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელეებს
Next post ვახტანგ გომელაური: ბატონი გოგაშვილის განცხადება სრული სიცრუე და აბსურდია, ბიძინა ივანიშვილი ამ ადამიანს ფიზიკურად არ იცნობდა