ანდერს ფოგ რასმუსენი: ნატოს კარი ღიაა და რუსეთი კარისკაცი ვერ იქნება

Read Time:1 Minute, 4 Second

რუსეთი ვერასდროს მიიღებს იმის გარანტიას, რომ საქართველო და უკრაინა არ გაწევრიანდებიან ნატოში. ალიანსის კარი ღიაა და რუსეთი კარისკაცი ვერ იქნება, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

„რუსეთის მოთხოვნები არის მიუღებელი – გათვალისწინებას არ ექვემდებარება მოსკოვის მოთხოვნა და ფიქრიც კი, რომ რუსეთს შეუძლია მეზობლების ნების ნაცვლად რამის გადაწყვეტა. თითოეულ ევროპულ სახელმწიფოს აქვს გარანტირებული უფლება, გადაწყვიტოს, თუ რომელ ალიანსთან იქნება აფილირებული და უსაფრთხოების რა მექანიზმებს მიმართავს. ამას რუსეთი ვერ გადაწყვეტს. რა უნდა გაკეთდეს? ახლა მთავარია, რომ ნატომ და აშშ-მა ერთიანობის დემონსტრირება მოახდინონ. ერთადერთი ენა, რომელსაც რუსეთი პატივს სცემს, არის ძალა, სიმტკიცე და ერთიანობა. 2009 წელს ნატოს გენერალურ მდივნად ჩემი არჩევისთანავე რუსეთმა წარმოადგინა ახალი შეთანხმების პროექტი ევროპის უსაფრთხოების შესახებ. ეს პროექტი ითვალისწინებდა ძალიან ბევრ ისეთ ჩანართს, რომელზეც პუტინი ახლა საუბრობს. ამიტომაც ჩემთვის პუტინის მოთხოვნები სიურპრიზი არ ყოფილა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთმა მოაწერა ხელი 1990 წელს ეუთოს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს ის ორგანიზაცია, სადაც მას გაწევრიანება სურს. ახლა მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ რუსეთი ვერასდროს მიიღებს იმის გარანტიას, რომ საქართველო და უკრაინა არ გაწევრიანდებიან ნატოში. ალიანსის კარი ღიაა და რუსეთი კარისკაცი ვერ იქნება. მინდა მივმართო ქართველ ხალხს: იყავით ამბიციურები და იცოდეთ, რომ თქვენ და მხოლოდ თქვენ გადაწყვეტთ, რომელ ორგანიზაციაში გაწევრიანება გსურთ. გააგრძელეთ იმავე შემართებით და მონდობებით. ნატოში საქართველოს გაწევრიანებას გადაწყვეტენ ალიანსის წევრები და საქართველო“, – აცხადებს რასმუსენი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანდერს ფოგ რასმუსენი: საქართველომ შეასრულა ნატოს მოთხოვნები და დააკმაყოფილა გასაწევრიანებლად საჭირო კრიტერიუმები
Next post ზურაბ ქადაგიძე „ნაცმოძრაობაზე“: რა კონტრასტია არა? როცა „ოცნებას“ რუსეთუმეობას აბრალებ, ამ დროს თავად ხარ რუსეთი