ზურაბ ქადაგიძე „ნაცმოძრაობაზე“: რა კონტრასტია არა? როცა „ოცნებას“ რუსეთუმეობას აბრალებ, ამ დროს თავად ხარ რუსეთი

Read Time:34 Second

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს Facebook-ზე ეხმაურება.

„რა კონტრასტია არა? როდესაც პრეტენზია გაქვს ევროპულ განათლებასთან, დასავლურ ღირებულებებთან და ბიოგრაფიასთან… როცა „ოცნებას“ რუსეთუმეობას აბრალებ, ამ დროს თავად ხარ რუსეთი!

ირაკლი ღარიბაშვილი – სორბონის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
ირაკლი კობახიძე – დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია)
შალვა პაპუაშვილი – ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
VS
მიხეილ სააკაშვილი – კიევის უნივერსიტეტი (საბჭოთა კავშირი).
კობა ნაყოფია – რუსეთის საგარეო სამინისტროს დიპლომატიური აკადემია(რუსეთის ფედერაცია).
ელენე ხოშტარია – „მგიმო“ (რუსეთის ფედერაცია)“, – წერს ქადაგიძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას კობა ნაყოფია შეცვლის, რომელიც აქამდე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. ნაყოფიას მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდება. „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი იქნება. ნიკა მელია კი თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ზაალ უდუმაშვილს ჩაანაცვლებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანდერს ფოგ რასმუსენი: ნატოს კარი ღიაა და რუსეთი კარისკაცი ვერ იქნება
Next post ზურაბ ქადაგიძე „ნაცმოძრაობაზე“: რა კონტრასტია არა? როცა „ოცნებას“ რუსეთუმეობას აბრალებ, ამ დროს თავად ხარ რუსეთი