ანდერს ფოგ რასმუსენი: საქართველომ შეასრულა ნატოს მოთხოვნები და დააკმაყოფილა გასაწევრიანებლად საჭირო კრიტერიუმები

Read Time:1 Minute, 7 Second

პუტინი უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებს დასავლეთზე. ჩვენ გვყავს ახალი მთავრობა ბერლინში, ახალი პრეზიდენტია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და პუტინს სურს ევროპისა და აშშს ერთიანობა გახლიჩოს. პუტინს სურს ზეწოლის გაძლიერება ნატოს მადრიდის სამიტამდე, რათა ძლიერი მხარდაჭერის დაფიქსირებას გაფართოების შესახებ საფრთხე შეუქმნას. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რუსეთი ვერასდროს და არასდროს მიიღებს გარანტიას, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდებიან. ალიანსის კარი ღიაა და რუსეთი კარისკაცი ვერ იქნება. ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს, – ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალური მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა „ქრონიკა“-სთან, ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ საქართველომ შეასრულა ნატოს მოთხოვნები და დააკმაყოფილა გასაწევრიანებლად საჭირო კრიტერიუმები. უკრაინა ძალიან ახლოა, რათა დააკმაყოფილოს საჭირო კრიტერიუმები. სწორედ ამიტომ პუტინი მუდმივად იმუქრება, ახალ-ახალი კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს, ოკუპირებული აქვს საქართველოს განუყოფელი რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მოახდინა ყირიმის ანექსია, დესტაბილიზაციას ქმნის აღმოსავლეთ უკრაინაში. მე მსურს ასეთი ვარიანტის განხილვა მოხდეს და ეს არის ჩემი შეთავაზება. ცივი ომის დროს გერმანია ნატოს წევრი გახდა აღმოსავლეთ გერმანიის გარეშე. ეს ტერიტორია არ შედიოდა დასავლეთ გერმანიის მთავრობის კოტროლს ქვეშ. ჩვენ ნება დავრთეთ დასავლეთ გერმანიის გაწევრიანებას. მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ზუსტად ეს გავაკეთოთ საქართველოს და უკრაინის შემთხვევაში. განვაცხადოთ რომ დიახ, საქართველოს შეუძლია გაწევრიანდეს ნატოში, მაგრამ რადგან სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის მიერაა კონტროლირებადი, ამ ორ ოკუპირებულ რეგიონს არ მოიცავს ნატოს მეხუთე მუხლი. იგივე სცენარი უკრაინაზე. გვაქვს პრეცედენტი და უნდა განვიხილოთ ეს მოდელი. ამით ავიცილებთ თავიდან ვითარებას, როდესაც რუსეთი როგორც კარისკაცი გადაწყვეტს, თუ როდის გავხსნათ ნატოს კარი“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ხელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ 90-იან და 2000-იან წლებშია ჩარჩენილი
Next post ანდერს ფოგ რასმუსენი: ნატოს კარი ღიაა და რუსეთი კარისკაცი ვერ იქნება